Saturday 26 April 2014

ვაშა........... მეცხრე დღე


მერვე დღის რეფლექსია

დღეს თითქმის დავასრულეთ მუშაობა  ჩონჩხი მმზად გვაქვს

მეშვიდე დღის რეფლექსია

დღეს მძიმე დღეა, თითქმის ყველა ცუდად გრძნობს თააავს.მიუხედავად ამისა მაინც დავამუშავეტ მე-6 მოდული ვისწავლეთ პროექტების შეფასება. გაოცებული ვარ რამდენი შვძელი. საკმაოდ საინტერესო ტრენინგია. 

Wednesday 9 April 2014

რეფლექსიის მეექვსე დღე

დღეს ჩემი ბუკლეტი ავტვირთე ბლიგზე. მიხარიააააა...........
საინტერესო ტემას შევეხეთ, რადგან შეფასება სასწავლო პროსესში ყველაზე რთულია.ტრენერმა გაგვაცნო შეფასების რუბრიკები.
მომავალ შეხვედრამდეეე.

Tuesday 8 April 2014

მეხუთე დღის რეფლექსია

როგორც იქნა გვეღირსა ინტერნეტი. რაც დრო გადის უფრო რთული და საინტერესო ხდება ტრენინგი. დღეს ვისწავლეთ DRIVE.  WORD-ში შექმნილი ბუკლეტის  pdf-ში გადაყვანა.ძალიან მომეწონა ახალი მასალის შესწავლა.სამწუხაროდ ცოტა ადრე წამოვედი და ვხვდები ბოლომდე ვერ გავიგე.

მეოთხე დღის რეფლექსია

სმწუხაროდ ისევ ინტერნეტის გარეშე ვართ. დღეს განვიხილეთ მონაწილეთა  მიერ შექმნილი ბუკლეტები საკმაოდ საინტერესო იყო. ასევე  ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო სიტყვებზე.ერთი სიტყვით როგორც ყოველთვის საინტერესო და ცოტათი დამღლელი კვირა დამთავრდა. შემდეგ შაბათამდე დავემშვიდობეთ ერთმანეთს და მთელი კვირის სამუშაო წამოვიყოლეთ :)  :)

მესამე დღის რეფლექსია

მიუხედავად  შაბათისა, რომელსაც მოუთმენლად ველით ყოველი კვირის აქტიური მუშაობის ბოლოს, დღე ხალისიანად დაიწყო. სამწუხაროდ მუშაობის პროცესში გაითიშა ინტერნეტი, თუმცა ტრენერის ძალისხმევით თითქმის არც კი გვიგრძნია ინტერნეტის გათიშვა, რადგან მაინც ვისწავლეთ ბუკლეტის შაბლონის მოძიება და მისი შექმნა.კარგი იქნებოდა ინტერნეტთან დაკავშირებული პრობლემები რომ არ იქმნებოდეს.
 საინტერესო იყო მონაწილეთა  გეგმის განხილვა და შეცდომების გასწორება.
ერთი სული მაქვს სახლში როდის მივალ და ბუკლეტის შექმნაზე ვიმუშავებ.

Sunday 16 March 2014

მეორე დღის რეფლექსია

დღე ნაყოფიერი იყო, განვიხილეთ სასწავლო პროექტის დაგეგმვა, პორთოლიოს შექმნა.
ვთვლი,რომ მნიშვნელოვანი იყო პროექტის გეგმის განხილვა, რადგან ის დაძაბულობა მომეხსნა, რომელიც ტრტნინგის დაწყებისას მქონდა. დღევანდელმა დღემ  მაჩვენა  და დამაფიქრა იმაზე,თუ რამდენი ძალისხმევა ჭირდება მასწავლებელს რომ საგაკვეთილო პროცესი ნაყოფიერად და საინტერესოდ წარმართოს.

Saturday 15 March 2014

პირველი დღის რეფლექსია

 ტრენინგი შესაძლებლობას მომცემს ვისწავლო და პრაქტიკაში გამოვიყენო 21-ე საუკუნის ტექნოლოგიები,რომელიც დაგვეხმარება მე და ჩემს მოსწავლეებს საგაკვეტილო პროცესის ხალისიან და ნაყოფიერ წარმართვაში. დღევანდელი ტრენინგით მივხვდი, რომ ბევრი რამის გახსენება  და სწავლა მჭირდება. იმედია ყველაფერი გამოვა.